ახალი ამბები
ხაშურში დალუქულ სამხერხაოში კვლავ აგრძელებდნენ მუშაობას
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დალუქული დაურეგისტრირებელი სახერხი სააქმრო გადაამოწმეს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ცხრამუხაში დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარის ლუქის მთლიანობა იყო დარღვეული. სახერხის ტერიტორიაზე 12 ერთეული სხვადასხვა დიამეტრის 3 მეტრიანი დაუფირნიშებელი ფიჭვის სახეობის სამასალე მორი, 2,1მ³ ფიცარი და 0,7მ³ ჩამოუგანავი ფიცარი იყო განთავსებული. შედგა შესაბამისი ოქმი და ლენტური ტიპის სახერხი განმეორებით დაილუქა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 139 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 13 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ამავე პერიოდში გამოვლენილია სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 37 ფაქტი. ასევე ამოღებულია 18 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები