ახალი ამბები
გორის სასამართლო ერიკ დუდაევის საქმეს იხილავს
უკვე ერთი თვეა, გორის სასამართლოში, ერიკ დუდაევის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

მოსამართლის თანამშემწის განცხადებით, საქმის მასალებში არ დევს რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი იმის შესახებ, რომ დუდაევი გარდაცვლილია.

პროცესი დახურულია, თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პროკურატურის ბრალდება 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებებს ეხება.

დუდაევს ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი, მათ შორის, ადამიანების თავისუფლების უკანონო აღკვეთაში.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, ერიკ დუდაევი ავტოავარიისას 2016 წელს დაიღუპა, მისი ძმა, მარეკ დუდაევი კი, - სოფელ არცევში 2018 წელს მოკლეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები