ახალი ამბები
გორის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 20 ივლისს დაიწყება
გაცნობებთ, რომ 2021-2022 სასწავლო–სააღმზრდელო წლისთვის, გორის მუნიციპალიტეტის ბაგა–ბაღებში, აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყება 20 ივლისს დღის 12:00 საათზე და გაგრძელდება 31 ივლისის ჩათვლით.

რეგისტრაციას გაივლიან 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები. (მინიმალური ზღვარი 2019 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვები)

ქალაქში მდებარე ბაგა–ბაღებში რეგისტრაცია მოხდება ელექტრონულად შემდეგ ელ.მისამართზე: www.gorikids.ge , ხოლო რაიონის ბაღებში ჩასარიცხად განცხადება დაიწერება ადგილობრივი ბაღის დირექტორთან.

რეგისტრაციის წარმატებით გავლა არ ნიშნავს ავტომატურად ჩარიცხვას. რეგისტრაციის ვადების დასრულების შემდეგ, თითოეული აპლიკაცია განიხილება და მოხდება მშობლებთან დაკავშირება, რის შემდეგაც მშობლები სააგენტოში წარადგენენ ჩასარიცხი ბავშვების საბუთებს. (გთხოვთ, რეგისტრაციის დროს მიუთითოთ ტელეფონის ნომერი, რომელიც მუდმივად ჩართულია).

სააგენტოში წარსადგენი საბუთები:

შენიშვნა:რეგისტრაციის მომენტში დაგჭირდებათ მხოლოდ ბავშვის დაბადების მოწმობა. ქვემოთ ჩამოთვლილ საბუთებს კი წარადგენთ მას შემდეგ, რაც სააგენტოდან დაგიკავშირდებიან.

• ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი
• ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა
• ორი ფოტოსურათი (¾)
• მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა 100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია
• არსებობის შემთხვევაში ამონაწერი სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიანი ბაზიდან
• არსებობის შემთხვევაში დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტი

სასკოლო მზაობის ცენტრებში აღსაზრდელთა ჩარიცხვის მსურველ მშობლებს 20 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით შეუძლიათ მობრძანდნენ სააგენტოში (სტალინის გამზ.16), დაწერონ განცხადება და წარადგინონ შემდეგი საბუთები:

• ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი
• ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა
• ორი ფოტოსურათი (¾)
• მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა 100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია
• არსებობის შემთხვევაში ამონაწერი სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიანი ბაზიდან
• არსებობის შემთხვევაში დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტი
Print

სტატიის გამოყენების პირობები