ახალი ამბები
გორში წმინდაწყალზე მანქანა ველოსიპედით მიმავალ მამაკაცს დაეჯახა
20 ივნისს, საღამოს, დაახლოებით 22 საათზე მსუბუქი ავტომანქანა ველოსიპედით მიმავალ მამაკაცს დაეჯახა.

44-წლის მოქალაქე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. რაც შეეხება მძღოლს, ის გორის მიმართულებით მოძრაობდა და იმ სასწრაფო დახმარების მანქანას მისდევდა, რომლითაც მისი შვილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყავდათ. 

თვითმხილველების ცნობით, ველოსიპედისტი სასწრაფო დახმარებისა და მსუბუქ ავტმობოლის შორის გადასვლას აპირებდა. პოლიცია არკვევს, მოხდა თუ არა შეჯახება ზებრაგადასასვლელზე, ასევე, დაათვალიერებენ სათვალთვალო კამერის ჩანაწერს.

გამოძიება მიმდინარეობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები