ახალი ამბები
ფემინისტურ მოძრაობას ქმნიან ქალები შიდა ქართლში
გორის, ხაშურის, ქარელის და კასპის მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრები ქალები ფემინისტური მოძრაობისთვის ერთიანდებიან. ისინი ქალთა უფლებებზე ადგილზე იმუშავებენ და შიდა ქართლის 10 სოფელში (ქვიშხეთი, ცხრამუხა, ზარდიაანთკარი, წრომი, დირბი, ზღუდერი, დვანი, საკორინთლო, ხიდისყური და ფერმა) 6 თვიანი პროექტის შედეგად მიღებულ ცოდნას გაუზიარებენ.

სოფლად მცხოვრები 10 ქალისგან შექმნილი საინიციატივო ჯგუფი შემოდგომამდე ონლაინ რეჟიმში ინტენსიურ ტრენინგ კურსს გაივლის და კვალიფიციური პირებისგან სათანადო ინფორმაციას მიიღებენ შემდეგ თემებზე.

▫️ ქალთა უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები.
▫️ სექსუალური შევიწროება და მისი (არ) გამოვლენის შედეგები
▫️ ინტერნეტ ბულინგი გოგონების/ქალების მიმართ და კიბერუსაფრთხოება
▫️ ფემინისტური მოძრაობის მიზნები და მისი შესაძლებლობები სოფლად


პირველი ტრენინგი შიდა ქართლში მცხოვრებ ქალებს “კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრის ხელმძღვანელმა”, მარიამ თედლიაშვილმა ჩაუტარა. მონაწილეთა უმრავლესობა განმარტავდა, რომ მსგავს თემებზე ღიად საუბრისა და ინფორმციის მიღების შესაძლებლობა ამ დრომდე არ ჰქონიათ.
ფემინისტური მოძრაობა შიდა ქართლში ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ აქტივობებში ჩაერთვება და ადგილზე საჭიროების მიხედვით ქალებს სათანადო უწყებებთან და ორგანიზაციებთან დაკავშირებაშიც დაეხმარება.

პროექტს, სახელწოდებით, ფემინისტური მოძრაობა – სოფლად მცხოვრები გოგონებისა და ქალების მხარდასაჭერად შიდა ქართლში “ქალთა ფონდის” მიერაა მხარდაჭერილი და მას შიდა ქართლში არასამტავრობო ორგანზიაცია, “ქართული მედია ჯგუფი” ახორციელებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები