ახალი ამბები
დღეიდან პირბადის ტარება სავალდებულია მხოლოდ დახურულ სივრცეში
დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

,,პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იქნება დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე.'' - აღნიშნა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

"შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად ღია სივრცეში პირბადეების ტარების რეკომენდაცია ძალაში რჩება",- დაამატა მან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები