ახალი ამბები
რესტორნები 24 საათამდე იმუშავებს
რესტორნებს მუშაობის უფლება ღამის 12 საათამდე ექნებათ. ამის შესახებ განცხადება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება საზოგადოებრივ კვებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ დაწესებულებაზე.

„შეზღუდვა რჩება რესტორნების მიმართ, რომლებიც იმუშავებენ მხოლოდ 24:00 საათამდე. იგივე ეხება სასტუმროს რესტორნებსაც, რომლებსაც ჰყავთ სტუმარი და აქვთ სარესტორნო სივრცე,“- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივლისიდან საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი უქმდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები