ახალი ამბები
ქვემო ჭალაში ზაზა გახელაძის მხარდამჭერი აქცია დაიწყო
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვემო ჭალაში საპროტესტო აქცია დაიწყო. ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები გაერთიანდნენ.

ისინი ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ და აცხადებენ, რომ პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

დღეს ზაზა გახელაძის დაბადების დღეა და ის 34-წლის ხდება. გახელაძე ამჟამად ცხინვალის იზოლატორში იმყოფება და 12-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

ზაზა გახელაძის მამა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში გადასვლას, პატრიარქის თხოვნის გამო, აღარ აპირებს. თუმცა, ხელისუფლებას 1-თვიან ვადას აძლევს.

იმ შემთხვევაში თუ ამ ერთ თვეში ზაზა გახელაძის გათავისუფლება ვერ მოხერხდება, ოჯახი გამყოფი ხაზის გადაკვეთას, ცხინვალში ჩასვლას და ზაზა გახელაძის გვერდით ყოფნას გეგმავს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები