ახალი ამბები
გავიცნოთ ერთმანეთი - ფილმები ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების შესახებ


,,აფხაზ ახალგაზრდების ნაწილს ჰგონია, რომ ქართველ ახალგაზრდებს მკვლელებად ზრდიან, ასევეა, ქართველი ახალგაზრდების ნაწილიც, - მათაც ჰგონიათ, რომ აფხაზი ახალგაზრდები არიან მკვლელები. სინამდვილეში, ეს ასე არ არის, რაც ასახულია კიდეც ფილმებში. ორივე ფილმში მოთხრობილია, თუ რა მიზნები აქვთ მათ, რაზე ოცნებობენ, რას აღწევენ ცხოვრებაში და რა დაბრკოლებები აქვთ'' - გვითხრა სტუდია რეს- ხელმძღვნელმა მამუკა ყუფარაძემ, რომელმაც გორის ხელოვნების სახლში შეკრებილ ახალგაზრდებს ფილმები უჩვენა.

ფილმების ჩვენების შემდეგ, დარბაზში დისკუსია გაიმართა. მანამდე, მამუკა ყუფარაძემ გორელ ახალგაზრდებს აუხსნა, რომ ეს ორი ფილმი მომზადებულია სწორედ ერთ თემაზე. სოხუმში იმუშავა არტურ არაქელიანმა, ხოლო თბილისში - სოფო ზედელაშვილმა.

,,მე მაინც მგონია, რომ ჩვენ თუ ერთმანეთს უკეთესად გავიცნობთ, დიალოგი უფრო ადვილია და მოხდება კონფლიქტის ტრანსფორმაცია.'' - ასკვნის მამუკა ყუფარაძე.



პარალელური ფილმების კონსულტანტი: ტერეზა ჩერფასი ( UK, London).

ქართულ-აფხაზური პარალელური ფილმების ციკლი მომზადებულია ,,სტუდია რე''-ს პროექტის - „კონფლიქტ-სენსიტიური რეპორტაჟები“ ფარგლებში 2021 წელს. პროექტი მხარდაჭერილია აშშ-ს ფონდის - ეროვნული ფონდი დემოკრატიისათვის ( NED) მიერ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები