ახალი ამბები
კასპში იტალიური კალია გამოჩნდა
კასპის მუნიციპალიტეტში იტალიური კალიის საწინააღმდეგო შეწამვლა დაიწყო. პროცესს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები უძღვებიან.

მათი განცხადებით, შეწამლული ადგილები ერთი კვირის განმავლობაში მოსახლეობამ საძოვრად არ უნდა გამოიყენოს.

,,ამჟამად შეწამლულია სოფელი მეტეხის, კასპში კი ე.წ. კოწახურას, მთავარანგელოზისა და მიკრო რაიონის მიმდებარე ფართობები. დღეს შეიწამლვა განხორციელდება სოფელ კავთისხევში.'' - აღნიშნულია განცხადებაშI.

კასპის მერიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობამ სრული ინფორმირებისათვის სისტემატიური კონტაქტი იქონიონ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები