ახალი ამბები
გორში ჩოგბურთის კორტების რეაბილიტაცია გადაწყდა
გორის მერია, ჩოგბურთის კორტების რეაბილიტაციის მიზნით, 250 000 ლარს დახარჯავს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება 21 ივნისს მიიღეს. ინფრასტრუქტურის სამსახურმა ტენდერი საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე უკვე გამოაცხადა.

კომბინატის დასახლებაში კორტების რეაბილიტაცია ბოლოს 2010 წელს განხორციელდა, თუმცა წელიწადნახევრის შემდეგ, ობიექტი, უხარისხო სამშენებლო სამუშაოების გამო, მწყობრიდან გამოვიდა.

საკითხი 2019 წელს დაისვა. საკრებულოს კომისიის სხდომაზე სპორტის სამსახურის უფროსმა თეა კეჩხუაშვილმა დეპუტატებს ურჩია, რომ თხოვნით გორის მერის მოადგილისთვის, ერასტი ელიჯარაშვილისთვის მიემართათ.

მიუხედავად ამისა, ჩოგბურთის კორტებზე ამ დრომდე რეაბილიტაცია არ განხორციელებულა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები