ახალი ამბები
გორში პატრულის თანამშრომელს სცემეს
გორში პატრულის თანამშრომელს სცემეს. თვითმხილველების ცნობით, ის საშველად სხვა ეკიპაჟის წევრებს იხმობდა.

შემთხვევა სტალინის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ამის გამო, ქალაქის ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს.

თვითმხილველი იმასაც ამბობს, რომ პატრულის თანამშრომელი ესაუბრებოდა ქალს, როდესაც მას ახალგაზრდა მამაკაცი მიუახლოვდა და ცემა დაუწყო. პოლიციელი შველას ითხოვდა.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია, შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, მამაკაცი ადგილზე დააკავეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები