ახალი ამბები
გორში ნაცემი პატრულის თანამშრომელი წინასწარი ინფორმაციით ოცმეთაურია
პატრულის თანამშრომელი, რომელსაც დღეს გორის ცენტრში სცემეს, ოცმეთაურია.

ავტომანქანა, რომლითაც იგი გადაადგილებოდა, (სახელმწიფო ნომრით FF912RR) ოცმეთაურზეა განპიროვნებული.

საგამოძიებო მოქმედებების დროს, სწორედ, აღნიშნულ მანქანას ჩაუტარდა ექსპერტიზა.

შეგახსნებთ, დღეს, საღამოს, პატრულის თანამშრომელს მოქალაქე თავს დაესხა. თვითმხილველის ცნობით, თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც პოლიციელი ქალს ესაუბრებოდა; პოლიციელი შველას ითხოვდა, თუმცა ახალგაზრდა მამაკაცმა მიმალვა მოასწრო

შს სამინისტროს პრეს-სამსახური ირწმუნება, რომ მამაკაცი დაკავებულია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები