ახალი ამბები
ადვოკატის თქმით, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულმა ჩვენებმა ჯერ ვერ მისცა
ადვოკატი თამარ თედლიაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის, ბრალდებულ ს. ყ-ს დაკითხვა ჯერ ვერ მოხერხდა, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია.

21 წლის მამაკაცს ბრალი პოლიციის თანამშრომლის თავდასხმის ფაქტზე წაუყენეს.

,,თავდასხმა მოხდა წამიერად, მანამდე არანაირი კომუნიკაცია ყოფილა ჩემ დაცვის ქვეშ მყოფსა და პოლიციელს შორის. საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დაკითხვა ვერ მოხერხდა'' - ამბობს თამარ თედლიაშვილი.

ადვოკატი განმარტავს, რომ პოლიციელი და მოქალაქე ერთმანეთს არც იცნობდნენ.

შეგახსენებთ, გუშინ საღამოს, პატრულის თანამშრომელს ვახტანგ მღებრიშვილს 21 წლის მამაკაცი თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციელს ცხვირი დაუზიანდა. როგორც ექიმმა განაცხადა, დაზიანება ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები