ახალი ამბები
გორის ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა საწვავის ხარჯვის დასადგენად ექსპერტები დაიქირავა
გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოში საწვავის ხარჯვის ზუსტ რაოდენობას ვერ არკვევენ. ამის გამო, ექსპერტთა ჯგუფი დაიქირავეს.

ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ჯირკველიშვილმა კომპანია ,,დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირის’’ წევრებს დაავალა, რომ თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე, სვლა-გეზის მიხედვით, საწვავის ხარჯი დაადგინონ.

,,გაგვიწიეთ საექსპორტო მომსახურება საწვავის ხარჯვის დადგენაზე სვლა-გეზების მიხედვით, 3 მოდელის, NAVIGO FL ვტობუსის და 3 მოდელის KENT C ავტობუსის მიხედვით, ასევე საწვავის ხარჯვის დადგენა ,,NISSAN X-TRALL’’-ზე და საწვავის დანამატის წვის ნორმის დადგენა'' - აღნიშნულია ოფიციალურ დოკუმენტში.

აღნიშნულ მომსახურებაზე 3500 ლარი დაიხარჯება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები