ახალი ამბები
ახალუბანში რუსმა სამხედროებმა ორი მწყემსი დააკავეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ახალუბანში ორი მწყემსი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს. დაკავებულები არიან 63-წლის თამაზ ფსიტიძე და 65-წლის ვაჟა სრესელი.

ადგილობრივი მკვიდრი ჯუმბერს ფსიტიძე ამბობს, რომ მინდორში საქონელს, მასთან ერთად, სულ ოთხი ადამიანი მწყემსავდა:

,,ნახირში ოთხნი ვიყავით. რუსი ჯარისკაცები გამოჩნდნენ და მათ დაგვიძახეს: ორი ძროხაა გადასული და წაიყვანეთო. ჩვენ დავიჯერეთ და ორი მწყემსი ამ ვითომ გადასული ძროხების გამოსაბრუნებლად წავიდა. სწორედ, მაგ დროს დააკავეს თამაზი და ვაჟა. დანარჩენი ორნი აქეთ ვიყავით.'' - ამბობს ჯუმბერ ფსიტიძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მწყემსები ქართულ მხარეს უკვე გადასცეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები