ახალი ამბები
ხიდისთავში მოსწავლეებმა დასუფთავების მესამე აქცია ჩაატარეს
,,დაბინძურება გარემოსთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს და მისი, როგორც პრობლემის, აქტუალურობა გამუდმებით იზრდება.'' - ამბობს ხიდისთავის საჯარო სკოლის პედაგოგი, მიმოზა ღოლიჯაშვილი, რომლის ეკო კლუბის წევრებმა სოფელში დასუფთავების მორიგი აქცია გამართეს.

მისი თქმით, რადგანაც დანაგვიანების პრობლემის წარმოშობაზე პასუხისმგებლები არიან ადამიანები, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რატომ ანაგვიანებენ ისინი გარემოს და როგორ შეიძლება მათი წახალისება, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისგან.



სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის ეკო კლუბის ECOteens-ის წევრებმა, ნიკო კეცხოველი 2021 წლის კონკურსის ფარგლებში,მიმდინარე წელს უკვე მესამე დასუფთავების მინი აქცია ჩაატარეს თემში. ამჯერად ლოკაცია სოფლის სპორტული მოედნის მიმდებარე ტერიტორია იყო, სადაც უამრავი ადამიანი იკრიბება და საღამოობით თავისუფალ დროს ატარებს.



აქციის მიზანი იყო ეჩვენებინათ ახალგაზრდებისთვის, რომ თითოეული ჩვენგანის ვალია მცირეოდენი წვლილი მაინც შეიტანოს გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ კამპანიაში, გაუფრთხილდეს და დაიცვას ბუნება, თემი და საკუთარი ჯანმრთელობა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები