ახალი ამბები
გორის მერიამ უსახლკარო ადამიანი უჰაერო სივრცეში შეასახლა
გორში, ნაზი საათაშვილი უჰაერო სივრცეში ცხოვრობს. მასთან ერთად მცირეწლოვანი ბავშვია. ნაზის მეუღლე კი ამჟამად საპატიმროშია.

როგორც ირკვევა, წელიწადნახევრის წინ, მერიამ ოჯახი ყოფილი ნარკოლოგიური შენობის პირველ სართულზე შეასახლა. ნაზი ამბობს, რომ იმავე შენობის პირველ სართულზე არის ცარიელი ფართი, რომელსაც ფანჯრები კი აქვს, მაგრამ ოთახი გასარემონტებელია.

ნახი ითხოვს, რომ ოჯახი ამ ოთახში შეასახლონ, ხოლო ელემენტარული პირობები - სველი წერტილები მერიამ მოუწესრიგოს.

ნაზი საათაშვილი წლების განმავლობაში სხვადასხვა ბინაში ცხოვრობდა. ის ონკოლოგიური ავადმყოფია და რამდენიმე თვე გორის საზოგადოებრივი საპირფარეშოს მისაღებშიც გაატარა.

თავდაპირველად, მერიამ მას ბინა სადგურის დასახლებაში უქირავა, თუმცა სახლის მეპატრონემ მალე ოთახი დააცლევინა, შემდეგ გადაიყვანეს ე.წ. სოციალურ საცხოვრისში, შემდეგ კიდევ სხვაგან, საბოლოოდ, მერიამ ნარკოლოგიურ შენობაში გამოუყო ბინა, რომელსაც ფანჯრები არა აქვს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები