ახალი ამბები
უფლისციხის მინდვრებში ფოტოგრაფები სამხედრო წვრთნების შუაგულში აღმოჩდნენ
გორისა და უფლისციხის მინდვრებზე, ე.წ. ღრმა ხევთან ფოტოგრაფები წვრთნების შუაგულში აღმოჩდნენ, ხოლო გასროლილი ტყვიებისგან თავდასაცავად ხევში ჩაიმალნენ.

ამის შესახებ ერთ-ერთი ფოტოგრაფი qartli.ge-ს ესაუბრა. მისი თქმით, შემთხვევა 25 ივნისს, დაახლოებით 14 საათიდან 16 საათამდე პერიოდში მოხდა.

ის და მისი მეგობარი კვერნაკის ქედების პეიზაჟების გადაღებით იყვნენ დაკავებული, როდესაც ტყვიების ზუზუნი ატყდა:

,,სამხედრო ნაწილიდან საკმაოდ ვიყავით დაცილებულები, დიდი ხევები რომაა, იქ ვაპირებდით ჩასვლას, როდესაც წრთვნები დაიწყეს. მოვყევით სროლაში და სულ ახლოს გაგვიზუზუნა ტყვიებმა. ეს დღის 14-დან 16 საათამდე გრძელდებოდა პერიოდულად. ხევში ჩავიმალეთ შეშინებულებმა, არანაირი გამაფრთხილებელი ნიშანი გვინახავს არსად.'' - ამბობს ფოტოგაფი.

იგი დარწმუნებული იყო, რომ სრულიად უსაფრთხო ადგილას იმყოფებოდა და არც რაიმე ინფორმაცია გააჩნდა, რომ იქ წვრთნების ადგილია.

ფოტოზე: ფოტოგრაფების ადგილსამყოფელი კოორდინატების მიხედვით

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები