ახალი ამბები
ხაშურში ტაშისკარის ბრძოლის 412 წლისთავი აღნიშნეს
ხაშურის მუნიციპალიტეტში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელიც 1609 წლის ტაშისკარის ბრძოლას მიეძღვნა.

ღონისძიება იმ ადგილას ჩატარდა, სადაც გადმოცემის მიხედვით, ბძროლა მოხდა. სოფელ ტაშისკარში დღემდე დგას მრავალსაუკუნოვანი მუხა.

412 წლის წინ, ქართლის ლაშქარმა გიორგი სააკაძის სარდლობით ოსმალთა და ყირიმელ თათართა ლაშქარი გაანადგურა.

ოსმალთა ლაშქარი ქართლის სამეფოს მოულოდნელად დაესხა თავს. თევდორე მღვდლის წყალობით, მათ გზა აებნათ.

დიდმა მოურავმა გიორგი სააკაძემ ამ მომენტით ისარგებლა და მებრძოლების მობილიზება მოახერხა. ლუარსაბ მეორე ცხირეთში (მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტი - სოფელი ცხავერი) ისვენებდა. ქართლელებმა მტკვარზე გადასასვლელი ყველა ხიდი მოშალეს, ხოლო ოსმალთა ჯარი ტაშისკართან გაანადგურეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები