ახალი ამბები
გორში დოღი გაიმართა
არაშენდის მთაზე საცხენოსნო დოღი გაიმართა.

ღონისძიება  ა(ა)იპ შშმ პირთა სარეაბილიტაციო სპორტულ - გამაჯანსარებელი საცხენოსნო კლუბ "კენტავრისა" და გორის მერიის სპორტის განვითარების პროგრამით, თანადაფინანსებით, ჩატარდა.

შეჯიბრში სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული 25 - მდე ცხენოსანი მონაწილეობდა. გამარჯვებულები 4 კატეგორიაში გამოვლინდნენ და სიგელებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

დოღი გორის მუნიციპალიტეტში უკვე მეორედ ჩატარდა და ის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად
Print

სტატიის გამოყენების პირობები