ახალი ამბები
ხაშური-ხცისის ტერიტორიაზე ელექტროშოკით თევზაობდნენ
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისის მიმდებარედ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოქალაქეები გასაბერი ნავიდან ახდენდნენ უკანონო თევზჭერას. დეპარტამენტის თანამშრომლების ადგილზე მისვლისთანავე, მოქალაქეებმა ტერიტორია მარცხენა სანაპიროდან დატოვეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ნავი, ელექტროშოკური აპარატი, აკუმლატორი და 2 კგ. თევზი დაილუქა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები