ახალი ამბები
დიცში ,,ორმოულების ამოვსებას'' პროტესტი მოყვა
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ დიცში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივი მოსახლეობა გზებზე ორმოულების ამოვსების პროექტს აპროტესტებს.

,,დაპირება იყო, რომ კაპიტალური გზა გაკეთდებოდა. ამის სანაცვლოდ, ორმოულების ამოვსება დაიწყეს. ეს ჩვენი დაცინვაა'' - ამბობენ დიცელები.

საპროტესტო აქციაზე მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი, ტარიელ მაისურაძე მივიდა. მისი თქმით, გზის რეაბილიტაციის პროექტი მომავალი წლისთვისაა დაგეგმილი.

რაც შეეხება ორმოულებს, სამშენებლო კომპანია ძირითადად სოფლის ცენტრალურ გზაზე მუშაობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები