ახალი ამბები
მასწავლებელთა აღიარების რეგიონალურმა კონკურსმა შიდა ქართლში გამარჯვებული მასწავლებლები გამოავლინა
წელს პირველად, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამისა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის თანამშრომლობით, მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსი ტარდება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში მშობლიური ენისა და მათემატიკის საუკეთესო მასწავლებლებს გამოავლენს.

შიდა ქართლის რეგიონში, ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში, მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

კონკურსის გამარჯვებულები და შიდა ქართლის საუკეთესო მასწავლებლები გახდნენ:



შიდა ქართლის რეგიონის საუკეთესო მასწავლებელი კითხვის (მშობლიური ენისა და ლიტერატურის) სწავლებაში - ლიანა მეტივიშვილი, ხაშურის #7 საჯარო სკოლის მასწავლებელი

შიდა ქართლი რეგიონის საუკეთესო მასწავლებელი მათემატიკის სწავლებაში - დალი პაპუაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალდაბის საჯარო სკოლის მასწავლებელი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლები, ტრენერები, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ნენსი პარქსი და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ხელმძღვანელი ზურაბ კერვალიშვილი.

გამარჯვებულებს საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დაწესებული პრიზები უნივერსიტეტის რექტორმა კონსანტინე თოფურიამ გადასცა. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები