ახალი ამბები
გორში შალვა გულიაშვილი იგივე ,,სემსოტა'' დააკავეს
გორში, შალვა გულიაშვილი, იგივე ,,სემსოტა'' დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას შს სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

1984 წელს დაბადებულ შალვა გულიაშვილს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4- დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 3 ივნისს, ქალაქ გორში, 1979 წელს დაბადებული ზ.რ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

,,პოლიციის მიერ ბრალდებული პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების შემცველი ფხვნილისებრი ნივთიერება და 5 მოთეთრო აბი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და სსკ-ის 260-ე მუხლებით მიმდინარეობს.'' - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

შალვა გულიაშვილის მამა, თემურ გულიაშვილი აცხადებს, რომ 3 ივნისის ინციდენტში, მის შვილს ბრალი არ მიუძღვის, ასევე, აცხადებს, რომ შალვა გულიაშვილს ნარკოტიკული საშუალებები არ ჰქონია და პოლიციის თანამშრომლებმა ჩაუდეს.

იხ. ამავე თემაზე:

,,სემსოტას"" იგივე შალვა გულიაშვილის ისტორია

Print

სტატიის გამოყენების პირობები