ახალი ამბები
გორის პატრულმა კომბინატში 2 მამაკაცი დააკავა
გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა კომბინატის დასახლებაში 2 მამაკაცი დააკავა.

ამისათვის რამდენიმე ეკიპაჟის გამოძახება გახდა საჭირო. ფოტო თვითმხილველმა გადაიღო. დაკავებულ მამაკაცებს ხელებზე ბორკილები დაადეს.

წინასწარი ინფორმაციით, კომბინატის დასახლებაში ახალგაზრდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის გამოც, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოძახება გახდა საჭირო.

შს სამინისტროს თანამშრომლებმა გამოძიება ცემისა და ძალადობის მუხლით დაიწყეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები