ახალი ამბები
გორის ცენტრში ხე წაიქცა
გორის ცენტრში ხე წაიქცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა განაცხადეს, ხის სიმძიმეს ფესვმა ვერ გაუძლო.

პოლიციამ მოკვლევა დაიწყო. ადგილზე ენერგოპროს წარმომადგენლები მივიდნენ. ასევე მივიდნენ იმ კომპანიის მუშები, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირზე საფეხმავლო ბილიკებს აკეთებენ.

მოკვლევის შედეგად დადგინდა ისიც, თუ რამდენად კავშირშია საფეხმავლო ბილიკების მშენებლობის პროცესი ხის ფესვის დაზიანებასთან.


Print

სტატიის გამოყენების პირობები