ახალი ამბები
გორის მერის პირველი მოადგილე დაინტერესდა ,,სკვერით'', რომელსაც გახარიას გუნდის წევრი ფლობს
გორის მერის ახალმა პირველმა მოადგილემ, თამაზ შიოშვილმა განაცხადა, რომ ის იმ ,,სკვერის'' ისტორიით დაინტერესდება, რომელსაც ამჟამად საკრებულოს წევრი მამუკა ფანიაშვილი ფლობს.

,,როდესაც ხარ საკრებულოს დეპუტატი, მეტი პასუხისმგებლობა გმართებს მოსახლეობის მიმართ. მე დავინტერესდები ამ ფაქტით'' - განაცხადა თამაზ შიოშვილმა შიდა ქართლის ახალი ტელევიზიის ,,ტვ მონიტორინგის'' ეთერში. მისი თქმით, უმჯობესი იყო ფანიაშვილს სკვერი არ ეყიდა.

ჟურნალისტი კი სიუჟეტში აცხადებს, რომ საკრებულოს წევრმა, ამჟამად, გიორგი გახარიას გუნდის წევრემა მამუკა ფანიაშვილმა ბავშვებს სკვერი მოპარა და პანდემიის პერიოდში დაეუფლა.

სიუჟეტში არაა წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი, რომელიც ამ ინფორმაციას დაადასტურებდა.

qartli.ge დაინტერესდა ამ სკვერის დოკუმენტებით და გაირკვა, რომ 97 კვ.მ ფართობი მიწა გაიყიდა 2012 წლის სექტემბერში და იყიდა ვასილ ლობჟანიძემ. მამუკა ფანიაშვილმა კი ლობჟანიძისგან მიწა 2020 წლის გაზაფხულზე იყიდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები