ახალი ამბები
გორის ავტობუსში მთვრალი მამაკაცი დააკავეს
გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 35 წლის მამაკაცი დააკავეს.

პოლიცია ავტობუსში მყოფმა მგზავრებმა გამოიძახეს და შსს-ს საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, რომ ნასვამი მოქალაქე ფეხმძიმე ქალს შეურაცხყოფას აყენებდა.

,,#3 ავტობუსში ნასვამმა მამაკაცმა ორსულ გოგონას და მის მეგობრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გოგონამ საპატრულო პოლიცია გამოიძახა.'' - გვითხრეს მოქალაქეებმა.

როგორც ირკვევა, ინციდენტი კომბინატის დასახლებიდან დაიწყო. პირველ გაჩერებაზე ამოვიდნენ გოგონები, შემდეგ გაჩერებაზე კი, ნასვამი მამაკაცი:

,,ეს ბიჭი ამ გოგოებს მიუჯდა და დაიწყეს კამათი. რატომ მეჯიკავებიო - ეუბნებოდა გოგოს. გოგომ უპასუხა, როდის გეჯიკავებიო. მერე ბიჭმა უთხრა: ცოტა უნდა გახდე, რომ სხვაც დაჯდესო. ამას მოყვა კამათი და გამოვიძახეთ პოლიცია'' - ამბობს მგზავრი.

პოლიცია ავტობუსს სტადიონის გაჩერებაზე დახვდა და ნასვამი მამაკაცი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები