ახალი ამბები
გორში პატრულმა გვიან ღამით კორპუსის ეზოში სამეზობლო ქეიფი აღკვეთა
გორში პატრულმა გვიან ღამით კორპუსის ეზოში სამეზობლო ქეიფი აღკვეთა. შემთხვევა 01:00 საათზე მოხდა.

მოქალაქეები სტალინის ქუჩაზე მდებარე 9-სართულიანი კორპუსის ეზოში იყვნენ შეკრებილები და კომენდანტის საათის მოხსნას აღნიშნავდნენ.

,,როგორც ჩანს, ერთ-ერთი მეზობელი შეწუხდა და იმან გამოიძახა. ეზოში ქეიფობდნენ კორპუსში მცხოვრებლები. 3 ეკიპაჟი პატრული რომ მოვიდა, მშვიდობიანად დაიშალნენ'' - გვითხრეს სუპერმარკეტ ,,ბასკეთში'', რომლის სიახლოვეს მოხდა ფაქტი.

შეგახსენებთ, 2021 წლის 1 ივლისიდან ქვეყანაში კომენდანტის საათი მოიხსნა. კორონავირუსის პანდეემის გამო, გადაადგილებაზე შეზღუდვები 2020 წლის ნოემბრიდან იყო დაწესებული.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები