ახალი ამბები
გორში გიორგი გახარიას ოფისი საპროტესტო აქციის ფონზე გაიხსნება
დღეს, გორში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ოფისს ხსნის. პარალელურად, საპროტესტო აქცია იმართება.

კერძოდ, შეკრებილები არიან სოფელ ხელთუბანში, 2018 წელს საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრები.

ისინი ყოფილ პრემიერ-მინისტრს საქმის გაყალბებასა და მკვლელების მფარველობაში ადანაშაულებენ.

თორნიკე მერებაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ეს საქმე პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, გიორგი გახარიას პირად კონტროლზე ჰყავდა აყვანილი, თუმცა გამოძიება ოჯახის წევრების თქმით, სხვა მიმართულებით წავიდა.

პოლიციამ დააკავა მიკროავტობუსის მძღოლი, რომელიც ამბობდა, რომ ახალგაზრდა ბიჭს გზაზე მაშინ დაეჯახა, როდესაც ის მიწაზე უგონოდ იწვა. ამიტომ, ოჯახი ვარაუდობს, რომ თორნიკე დაჭრილი იყო და გზაზე დააგდეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები