ახალი ამბები
გორის სოფლებში სამგზავრო გადაზიდვების ნებართვის მისაღებად კონკურსი გამოაცხადეს
გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სოფლებში M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით (მიკროავტობუსებით) მგზავრთა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის მიზნით, გორის მერიამ კონკურსი გამოაცხადა.

ნებართვის მიღების მსურველი პირების განაცხადებების მიღება დაიწყო დღეს, პირველ ივლისს და გაგრძელდება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს ჩათვლით.

ნაბართვის მიღების მიზნით კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე კერძო სამართლის იურიდიულ პირებს.

განაცხადების მიღება მიმდინარეობს გორის მუნიციპალიტეტის მერიაში (გორი, გრიგოლ ფერაძის ქ. #5).

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა იხილეთ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში. ბმული

კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია კომისია.

გამარჯვებულის (ან გამარჯვებულების) გამოვლენა მოხდება მიმდინარე წლის 11 აგვისტომდე.

M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით (მიკროავტობუსები) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოძრაობის მარშრუტები წარმოდგენილია ხუთ ლოტად.

იხილეთ ბმული

კონკურსის პირობების შესახებ დეტალურ ინფორმაციის გამისაღებად

იხილეთ მერის შესაბამისი ბრძანება

Print

სტატიის გამოყენების პირობები