ახალი ამბები
გორში პარტია „საქართველოსთვის“ შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაცია გაიხსნა
გორში პარტია „საქართველოსთვის“ შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაცია გაიხსნა.

რეგიონული ორგანიზაცია გორში გიორგი გახარიამ პარტიის წევრებთან: გიორგი ხოჯევანიშვილთან, ნათია მეზვრიშვილთან, კონსტანტინე ანანიაშვილთან და გიორგი აბაშიშვილთან ერთად გახსნა.

რეგიონულმა ორგანიზაციამ გორში მუშაობა დღეიდან დაიწყო. გორის ოფისს ერიკო ელიჯარაშვილი უხელმძღვანელებს.

გიორგი გახარია შეკრებილ მხარდამჭერებს შეხვდა და პარტია „საქართველოსთვის“ პროგრამული ხედვების ძირითადი მიმართულებები გააცნო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები