ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 2 ივლისი
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 964 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 629 შემთხვევა, აჭარა - 25, იმერეთი - 77, ქვემო ქართლი - 54, შიდა ქართლი - 40, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 30, კახეთი - 71, მცხეთა-მთიანეთი - 12, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

გამოჯანმრთელდა 607 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 353 231-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 335 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 190 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 696 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 494 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 368 022-ს.

1 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.42 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.74%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.09%.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 430 საიდანაც: 2 771 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 557, აჭარაში - 159, იმერეთში - 361. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 607 პირი, მათ შორის, თბილისში - 316, აჭარაში - 34, იმერეთში -137. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 158 პირი, მათგან თბილისში - 110, აჭარაში - 6, იმერეთში - 10. 620 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 425 - თბილისში, 182- აჭარაში. 6 039 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 118 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 114, ხოლო აჭარაში - 4.

სულ 6 ოქტომბრიდან - 1 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 907 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 065 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 454, პირი, აჭარაში - 631, იმერეთში - 779.
Print

სტატიის გამოყენების პირობები