ახალი ამბები
გორის მერი წელს 25 საპატიო მოქალაქეს დავალიანებულ მედლებს გადასცემს
2021 წელს გორის საპატიო მოქალაქეებს დავალიანებულ მედლებს გადასცემს. მერიამ 25 მედლის დამზადება უკვე შეუკვეთა.

როგორც მერიაში განმარტავენ, ეს ადამიანები საპატიო მოქალაქეებად 2018-2019 და 2020 წლებში დაასახელეს. ბოლო მონაცემებით, გორს 66 საპატიო მოქალაქე ყავს.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვინ იქნებიან 2021 წლის საპატიო მოქალაქეები, თუმცა გორის მერი საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებას შემოდგომით აპირებს.

საპატიო წოდება მიენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ.

საპატიო წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას, ბრძანების ფორმით, ქალაქ გორის მერი იღებს. კანდიდატურის წაყენების უფლება აქვს: საკრებულოს თავმჯდომარეს ან მერს; საკრებულოს წევრთა 1/3-ს; საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით ორგანიზაციებს;
Print

სტატიის გამოყენების პირობები