ახალი ამბები
გრიშა ონიანმა გორის მერობა გადაიფიქრა
სტალინელი გრიშა ონიანი გორში პარტიის ყრილობა ჩაატარა, თუმცა ცარიელ დარბაზში. ამის გამო, ის ორგანიზაცია ,,მეგობრობა და სამართლიანობის'' გორის ორგანიზაციის ლიდერს სოსო მეზვრიშვილს გაუბრაზდა.

მისი თქმით, გორში აღარასდროს ჩამოვა: ,,ქორწილშიც რომ დამპატიჟოთ, მე აქ ჩამომსვლელი არა ვარ. სამაგიეროდ, წავალ მეჯვრისხევში, კარალეთში...'' - განაცხადა ონიანმა. 

იგი, ახალი პარტიის სახელით გორის მერომას აპირებდა., თუმცა გადაიფიქრა. ონიანი მხარდამჭერებს შეკრებილების სიმცირის გამო დაუპირისპირდა და თქვა რომ გორის მერობას აღარ აპირებს.

დარბაზი 1200 ლარად გორის თეატრმა მიაქირავა, სადაც საბჭოთა დროშები გამოიფინეს. თეატრის დირექტორი ამაში პრობლემას ვერ ხედავს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები