ახალი ამბები
ვაქცინირებული ადამიანი სხვებისთვის მისაბაძი ხდება - ინტერვიუ გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან
ფოტოზე: მარი გიუნაშვილი (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი შეხვედრის დროს)

ბოლო პერიოდში, შიდა ქართლში ვაქცინაცია დადებითი ტენდენციით ხასიათდება. განსაკუთრებულ როლს ის ადამიანები თამაშობენ, ვინც უკვე აიცრა და სხვებისთვის სამაგალითო ხდება. ამ ტენდენციას გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამჩნევენ. ცენტრის დირექტორი, მარი გიუნაშვილი ამბობს, რომ მხოლოდ გორში 4700
-ზე მეტი ადამიანია აცრილი. ის გვესაუბრება იმ დადებით და ნეგატიურ დამოკიდებულებებზეც, რომლებიც საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა არა იმ დოზით, რომელიც ეს წლის დასაწყისში იგრძნობოდა.


- მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე, პირველ ეტაპთან შედარებით, მომატებულია, მსურველების რაოდენობაც არის მომატებულია. ჩვენმა სამსახურმა, დაავდებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან დაკავშირებით, გარკვეული სამუშაო გასწია, ვაქცინაციის ინფორმირებულობასთან დაკავშირებით. შეიძლება ამის ბრალიც არის, შეიძლება იმის, რომ მოსახლეობაში ბევრი ვაქცინირებული ადამიანი გაჩნდა და გვერდით მდგომმა, ვინც არ არის აცრილი, ეს გაიზიარა. ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ მსურველთა რაოდენობა მომატებულია.

- ანუ შეიძლება მოთხოვნის გაზრდასაც დავუკავშიროთ ვაქცინაციის შეფერხება? თუ უბრალოდ, ვაქცინა არაა და ამიტომ?

- რაღაც პერიოდი ვაქცინის მოწოდება იყო შეფერხებული, მცირე რაოდენობით იყო.

- თქვენ თქვით, რომ მოსახლეობას არჩევანი იქნება. დღეს რამდენი ვაქცინაცაა საქართველოში, შესაძლებელი იქნება თუ არა ყველა ვაქცინით აცრა გორში?

-
საქართველოში მარტის თვიდან დაიწყო ვაქცინაცია. თავიდან შემოსული იყო ორი ტიპის ვაქცინა – ფაიზერი და ასტრაზენეკა. შემდეგ, დაემატა ჯერ სინოფარმი და შემდეგ სინოვაკი. ანუ, ადმინისტრირება ქვეყანაში 4 ვაქცინით ხდებოდა. ახლა ორშაბათისთვის დამატებით შემოდის კიდევ დიდი რაოდენობით სინოფარმი და სინოვაკი. ელოდებიან კიდევ ასტრაზენეკას დამატებით. ფაიზერზე არის კიდევ საუბარი; რომ უნდა შემოვიდეს. ყოველ შემთხვევაში, ეს ოთხი ვაქცინა იქნება შემოსული და ამიტომ მოსახლეობას ექნება არჩევანის საშუალება. მუშაობა მიდის კიდევ დამატებით ორი ტიპის ვაქცინაზე. ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა, რომ შემოტანილ იქნას.

- მაგალითად, დღეს თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ ჩაიტაროს ვაქცინა ადგილსამყოფელის მიხედვით, როგორ უნდა მოიქცეს?

-
ყველა ვარიანტში უნდა დარეგისტრირდეს პორტალზე. არის ასეთი – რიგების მართვის მოდული. იქ უნდა გააკეთოს რეგისტრაცია. ამაში ჩვენი სამსახურიც აქტიურად არის ჩართული და მოგვმართავენ ჩვენ, რომ რეგისტრაციაში დავეხმაროთ. წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებიც, მოხალისეებიც აქტიურად არიან ჩართულები, რომლებიც ეხმარებიან რეგისტრაციაში. უნდა დარეგისტრირდნენ აუცილებლად.

თქვენ წეღან მკითხეთ, რომ ყველა ტიპის ჩატარების საშუალება არის თუ არა გორში, ამ ეტაპზე ქვეყანაში ვაქცინაცია მხოლოდ სტაციონალურ დაწესებულებებში ხდება. ამიტომ, ჩვენთან მხოლოდ ორი სტაციონალური დაწესებულება ღებულობს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში მონაწილეობას, ამ სახელმწიფო პროგრამაში. ორივე სამედიცინო დაწესებულებას აქვს იმის საშუალება, რომ ოთხივე სახის ვაქცინის მიღება შეძლოს ჩვენმა მოსახლეობამ. თქვენ ალბათ მეკითხებით, ფაიზერს თავისი შენახვის პირობები აქვს და შესაძლებელია თუ არა [მისი აქ შენახვა], აღარ მახსოვს, რა ხანგრძლივობით მიმდინარეობდა, მაგრამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ფაიზერით მოსახლეობა იცრებოდა. დაავადებათა კონტროლის ლოჯისტიკის სამმართველო უზრუნველყოფდა, რომ ყოველ ორ თვეში ერთხელ, გორის სამხედრო ჰოსპიტალს მიეღო იმ რაოდენობის ვაქცინა, რა რაოდენობის მოსახლეობაც იყო იმ პერიოდში დარეგისტრირებული.

- თქვენ იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით იმ სოფლებში და ადგილებში, სადაც მაგალითად გზის პრობლემები აქვთ. მგზავრობის პრობლემაც შეიძლება იყოს და ა.შ. მოქალაქეს თუ სურს, რომ მისი ასაკიდან გამომდინარე ვაქცინაცია ჩაიტაროს, ადგილმდებარეობას ვინ ურჩევს? ავტომატურად რეგისტრაციის შემდეგ სთავაზობს სისტემა თუ იმ ადგილზე ჩაიტარებს, სადაც მას სურს? ეს გარანტირებული თუ არის? იქნება ყოველ შემთხვევაში.

- შემდეგში რა იქნება, ვერ გეტყვით ალბათ შესაძლებელი იქნება იმიტომ, რომ მიდის მუშაობა, დამატებითი ცენტრები გაიხსნას კიდევ ვაქცინაციის. გორმედში მაგალითად ერთი კაბინეტი მუშაობდა. შემდეგ დამატებით საჭიროება გახდა და მეორე კაბინეტი დაამატეს და ეხლა არის უკვე მზაობა იმის, რომ სამმა კაბინეტმა ერთდროულად იმუშაოს. ეს რატომ, რისთვის მინდამ ეს მაგალითი მოვიყვანო, იმისთვისმ რომ მეტი მოსახლეობა შეძლებს. აქვე ჩაიტაროს ვაქცინაცია და დავუშვათ არ მოუწიოს ან ქარელში ან კასპში ან თუნდაც თბილიში ვაქცინის მისაღებად დარეგისტრირება. თუმცა, რეგისტრაცია შესაძლებელია, თუ ჯავშანი არის თავისუფალი. თუ არ უნდა სხვა ქალაქში წასვლა, უნდა შეეცადოს ის ქალაქი მიუთითოს, სადაც იქნება დარეგისტრირებული იქ უნდა მიიღოს ვაქცინა. კიდევ უფრო გაიზრდება ამცრელი პუნქტები. ამაზე უკვე მიდის მუშაობა. გუშინაც აქტიურად ვმუშაობდით, სად შეიძლება კიდევ დამატებითი ვაქცინაციის ცენტრები გაიხსნას და ამცრელი ბრიგადები განთავსდეს.

- თქვენ ახსენეთ გორმედში დამატებითი კაბინეტები გაიხსნა და ასევე ორი ცენტრი ახსენეთ, ეს არის გორმედი და სამხედრო ჰოსპიტალი...

- სამხედრო ჰოსიტალში ორი კაბინეტი მუშაობს უკვე დიდი ხანია პარალელურად. გორმედშიც ორი კაბინეტი უკვე დიდი ხანია მუშაობს და მესამეც გაიხსნება უკვე, როდესაც საკმარისი რაოდენობის ვაქცინა შემოვა და კიდევ გითხარით, ეს იქნება ალბათ ამ კვირის ბოლოს ყველაზე გვიან ალბათ ორშაბათს-სამშაბათს უკვე ვაქცინა ადგილზე იქნება-საქართველოში.

- ზოგადი სტატისტიკა თუ გაქვთ დღეს არსებული მდგომარეობით რამდენია ვაქცინირებული ჩვენს მუნიციპალიტეტში და დინამიკა როგორია მარტიდან დღემდე?

- ჩვენს მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების მიხედვით ამ სტატისტიკას ვერ მოგაწვდით. ყოველდღურად ჩვენთან ინფორმაცია შემოდის, რამდენი ვაქცინა, რამდენი პირი აიცრა თითოეულ სამედიცინო დაწესებულებაში, მაგრამ იქ გორი იყო, გორის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი იყო, თუ დავუშვათ თბილისიდან ჩამოსული, ამის ინფორმაცია, ამის სტატისტიკა მე ნამდვილად არ მაქვს. დასაწყისში ჩვენ ზედამხედველობას ვუწევდით ორივე სამედიცინო დაწესებულებაში - ჩვენი ეპიდემიოლოგები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და იქ ჩვენ ეხლა პირადი მაგალითებით ვიცით, რომ ძალიან ბევრი თბილისიდან ჩამოსული იცრებოდა, იმიტომ, რომ ფიზიკურად თბილისში ვერ ახერხებდნენ რეგისტრაციას. 4700-მდე არის პირველი დოზით გაკეთებული ორივე სამედიცინო დაწესებულებაში კოვიდ-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინა. დაახლოებით 1900-მდეა მეორე დოზით აცრილი.

- თქვენ როგორ ფიქრობთ? მოთხოვნა, რომ გაიზარდა ერთი ფაქტორი ახსენეთ, რომ ეს მისმა ახლობელმა, მისმა მეზობელმა ან კიდევ ნაცნობმა გაიკეთა ვაქცინა და ამან იმოქმედა. კიდევ რა ფაქტორებია რაც ხელს უწყობს ამ მხრივ ცნობიერების ამაღლებას ან კიდევ მოთხოვნას და ვისაუბროთ ხელის შემშლელ გარემოებებზეც. მაინც რა არის ეს ხელისშემშლელი გარემოებები.

- გასულ კვირას მე დაავადებათა კონტროლის ეპიდემიოლოგთან ერთად დაახლოებით 12 შეხვედრა გავმართე განათლების სისტემის წარმომადგენლებთან. შემოვიარეთ სკოლები მუნიციპალიტეტში. 12 ასეთი შეხვედრა ჩავატარეთ და სრულად მივაწოდეთ ინფორმაცია ამ დარგის სპეციალისტებს, რატომ უნდა აიცრან, რა სახის ვაქცინებია, რა განსხვავებაა ამ ვაქცინებს შორის, როგორია უსაფრთხოება. პარალელურად ვისმენდით მათ არგუმენტებსაც, რატომ არ უნდა აიცრან, რატო უნდა აიცრან. ეს იყო დიალოგის რეჟიმში. რა შემთხვევაში ტარდება აცრა და რომ არავინ არის ამ ჩვენი ხალხის მტერი. პირველ რიგში ექიმები, ხელისუფლება და რომ მათთვის სიკეთე გვინდა. რა რისკები არსებობს აუცილებლობის შემთხვევაში. აი ამ თემებზე იყო შეხვედრები. მანამდეც გვქონდა შეხვედრები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შევხვდით შემდეგ უკვე ამ ეტაპზე შევხვდით განათლების სისტემის წარმომადგენლებს. მათავარია, მოსახლეობას მიეწოდოს სწორი ინფორმაცია ხომ? არ უნდა დავმალოთ, რომ აი ყველაფერი კარგად იქნება ვაქცინას რომ გავიკეთებთ, შეიძლება პირბადე მოვიხსნათ და ა.შ. სწორი ინფორმაციის მიწოდებას ვცდილობდით მოსახლეობაში. იყო ნეგატიური გამოხმაურებაც და იყო დადებითი შედეგიც.

- აი ეს ნეგატიური მესიჯები რა იყო პედაგოგებისგან ძირითადად?

- ნეგატიური მესიჯები იყო, რომ აი "რამდენად უსაფრთხოა ვავქცინა ?" "მოკლე დროში შეიქმნა და როგორ მიმტკიცებ, რომ უსაფრთხოა?" მათ ვუხსნიდით და ახლაც შემიძლია განვმეორდე, რომ მართალია ვაქცინა ძალიან მოკლე დროში შეიქმნა, არც ერთი ვაქცინა ასე მოკლე დროში არ შექმნილა, მაგრამ არც ერთი ვაქცინა არ შექმნილა პანდემიის პერიოდში ხომ? არ ყოფილა ასეთი შემთხვევა, რომ პანდემიის პერიოდში ვაქცინა შექმნილიყო. ამ პანდემიამ დააჩქარა... სხვა შემთხვევაში თუ ვაქცინის შექმნისთვის, მარტივად რომ ვთქვა, ვიღაცა ჭკვიანი ადამიანი, იმისთვის რომ ვაქცინა შეექმნათ, თვითონ ჩადო ფული ბიზნესმენმა და დაიწყო მუშაობა, რომ ესა თუ ის ვაქცინა შეექმნა. ამ შემთხვევაში მთელი მსოფლიოს სახელმწიფოები გაერთიანდნენ, იმიტომ, რომ სხვა ვერაფერს უპირისპირებდნენ ამ პანდემიას. იზრდებოდა ინფიცირების შემთხვევები, პარალელურად იზრდებოდა გარდაცვალების შემთხვევებიც. მსოფლიოს ყველა ქვეყანა მოიცვა ამ პანდემიამ. მოხდა ფინანსური რესურსის სწრაფი მოძიება სახელმწიფოებმა თითონ გამოყვეს ფული ვაქცინის შესაქმნელად. მსოფლიოს ყველა ჭკვიანმა ადამიანმა თავი მოიყარა და ურთიერთთანამშრომლობა დაიწყო, რომ რამენაირად გამოსავალი ეპოვნათ, შეექმნათ ვაქცინა ეფექტური, ხარისხიანი და იქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ სხვა შემთხვევაში თუ ბიუროკრატია იყო ეფექტურობის ყველა ფაზის გასავლელად, ეხლა ეს ვადები შემცირდა. ამან გამოიწვია ის, რომ შესაძლებელი გახდა მოკლე დროში ვაქცინის შექმნა.

ვაქცინა რომ გაიკეთო და ნებისმიერი მედიკამენტი, ჯერ უნდა იყოს უსაფრთხო და მერე ეფექტური. ჯანდაცვის ექსპერტები უსაფრთხოების გარანტიას გვაძლევენ, რომ ეს არის უსაფრთხო ვაქცინა. შეიძლება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება არ ქონდეს, მაგრამ მკაცრი მარეგულირებელის აღიარება ჰქონდეს. მაგალითად აშშ-ში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარებას სულ არ ელოდებიან. იქ თავისი მარეგულირებელი სისტემა აქვთ ისეთი, რომ ის საკმარისია, ნდობა მაღალია. საქართველოში, მაგალითად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებულ ვაქცინებს გამოვიყენებთ. ჩვენთან ეს კანონი მოქმედებს. ეს აღიარებულია, როგორც უსაფრთხო ვაქცინა.

ეხლა მეორე საკითხია, რამდენად ეფექტურია და ამაზეც არის რეალური სურათი, რომ სხვადასხვა ვაქცინას აქვს სხვადასხვა ეფექტურობა. ზოგი არის 95%-ით ეფექტური და ზოგი არის 60% ეფექტური. აი მერყეობს. ეხლა რას ნიშნავს ეს. ყველა თანხმდება იმაზე, რომ ეს ვაქცინები არის უსაფრთხო; მეორე, რომ არის ეფექტური ყველა ვაქცინა, რომელსაც ჯანდაცვის, კიდევ ვიმეორებ, მსოფლიო ორგანიზაცია აღიარებს. მკაცრი მარეგულირებლის აღიარებით ჩვენთან შემოვიდა "სინოფარმი". არ ქონდა იმ მომენტში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება, მაგრამ უნგრეთის ქვეყნის მიერ იყო აღიარებული. მას ყავს სისტემა, რომელმაც თქვა, რომ ეს ვაქცინა არის უსაფრთხო და ეფექტური.

ჯანდაცვის ექსპერტები აცხადებენ, რომ ყველა ეს ვაქცინა გვიცავს სიკვდილიანობისგან, ჰოსპიტალიზაციისგან და მძიმე გართულებებისგან. ყველა ვაქცინა, მე ავიცერი დავუშვათ "სინოფარმით", თქვენ აიცერით "ფაიზერით", ვიღაცა "ასტრა ზენეკათი" - ყველა შემთხვევაში გართულებებისგან ეს ვაქცინები გვიცავს, მაგრამ სხვა არის ინფიცირებისგან რამდენად გვიცავს.

" ასტრაზენეკას" შემთხვევაში სადღაც 85%-90% აქვს დამცველობითი უნარი. თუ მე ასტრაზენეკას ორივე დოზა მივიღე, 90%-ით ვარ დაცული, რომ ვიღაცისგან მე კოვიდ-19-ის ვირუსი არ შემეყრება, მაგრამ "სინოფარმი", რითიც მე ვარ აცრილი, "სინოფარმის შემთხვევაში 60%-65% პროცენტით ვარ დაცული. დანარჩენ 35%-ში შეიძლება მე ვერ დავიცვა თავი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, უნდა ავცრილიყავი. ერთხელ ქალბატონმა ხათუნა ზაქაშვილმა თქვა, რომ ახლა გაპრანჭვის დრო არ არისო და ნამდვილად არ იყო გაპრანჭვის დრო, როცა მე ავიცერი, იმიტომ, რომ იმდენად დიდი იყო შიში, რომ მე ყოველ დღე 5-10 დადასტურებულ შემთხვევასთან მქონდა შეხება, გარს მეხვია და რა ვაქცინაც მქონდა, იმით ავიცერი, თუმცა გულისტკივილი მქონდა, მინდოდა, რომ მეტი დაცულობა მქონოდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო. მე 65%-ით არ დავინფიცირდები, მაგრამ 35% შანსია, რომ დავინფიცირდე. ვიღაცა ვინც "ფაიზერით" აიცრა, 95%-ით არ დაინფიცირდება, მაგრამ 5% მაინც არის შანსი, რომ დაინფიცირდება. ამიტომ ვაქცინაციასთან ერთად აუცილებელი არის პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და ხელების ჰიგიენა.

- ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი თქვით თქვენ, რომ ინფიცირების შემთხვევაში გართულებებისგან იქნება ადამიანი დაცული და ბევრი ფიქრობს, რომ მაგალითად თუ კი აიცრება, მერე პირბადე აღარ არის საჭირო, მაგრამ ის შეიძლება დაინფიცირდეს და გადასდოს მას, ვისაც ვაქცინა ჯერ არ აქვს გაკეთებული. ჩვენ ასევე გვაინტერესებს სხვა დაავადებები ზაფხულში. მუნიციპალიტეტში რა მდგომარეობაა და რა დაავადებები იჩენს თავს? როგორც მე ანგარიშებში ვკითხულობ ხოლმე, განსაკუთრებით საკვებისმიერი მოწამვლებია ხოლმე ხშირად ჩვენს მუნიციპალიტეტში და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი მუშაობა გიწევთ. დღეს, როდესაც ერთის მხრივ ვირუსს ებრძვით, მეორეს მხრივ სხვა დაავადებების მხრივ რა მდგომარეობაა?

- მინდა გითხრათ, რომ შემცირებულია ეს დაავადებები, თუნდაც ზამთრის პერიოდში. ზამთრის პერიოდში ავიღოთ. გრიპის შემთხვევები და ვირუსული ინფექციები იყო შემცირებული. ნუ ამას თავისი მიზეზები აქვს. ერთი რომ ხალხი მაინც იყო ჩაკეტილი, მეორე პირბადე რესპირატორული ინფექციების დროს, მარტო კოვიდისგან კი არ გვიცავს? პირბადე რესპირატორული ინფექციებისგან თავის დაცვის ერთერთი საშუალებაა. შემცირებული იყო რესპირატორული ინფექციები. ეხლა ზაფხულის სეზონია და დიარეული დაავადებები და კვებითი ინტოქსიკაციები მატულობს ხოლმე, სეზონურად. მატულობს ცოფის შემთხვევებიც ზაფხულში, მაგრამ ესეც შემცირებულია. ალბათ ამის მიზეზი ის არის, რომ პირად ჰიგიენას მიაქცია ხალხმა ყურადღება. რაღაცა ფართომასშტაბიანი შეხვედრებიც აღარ იმართებოდა. ექსკურსიები, კვებითი ინტოქსიკაციები ხშირად უკავშირდებოდა ექსკურსიების პერიოდს; როცა იყო ზაფხულის ცხელ პერიოდში მალფუჭებადი პროდუქტი; ჩვენი საზოგადოებრივი ჯანდაცვა რამდენიმე წელია მუშაობს ამ დაავადებებზე; არის სპეციალური პროგრამა - დიარეული - ასე ქვია და აქტიურ ზედამხედველობას ვამყარებთ ზაფხულის ოთხ თვეში და ვიკვლევთ ამ შემთხვევებს.

თავისი ლაბორატორიული კვლევებით არის ჩართული და მინდა გითხრათ, რომ ძალიან არის შემცირებული წელს, გასულ წლებთან შედარებით. ალბათ ამის მიზეზი ისევ და ისევ პირადი ჰიგიენის მოწესრიგებაა. არ ვიცი, ჯერ ეხლა ივნისი გავიდა და რომ ვადარებთ, სტატისტიკაზე ვართ მთლიანად დაყრდნობილი და გასულ წლებს ვადარებთ ხოლმე, ძალიან არის შემცირებული. რა იქნება შემდეგ ცხელ პერიოდში, რა იქნება ამ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ვერ გეტყვით, მაგრამ ამ ეტაპზე ესეა.

- კი, აი ჩემი ერთერთი ბოლო კითხვა სწორედ ეს იყო, რომ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ რა საფრთხეებია ძირითადად მოსახლეობისთვის მაინც, რომ გარკვეული რჩევა მივცეთ და რა რისკები შეიძლება წარმოშვას ამ შემსუბუქებამ?

- რისკები ისევ არსებობს. იმიტომ, რომ ეს კოვიდი არსად წასულა და თუ ჩვენ არ დავიცავთ ამ დისტანციას, თუ არ ავიცრებით და თუ პირად ჰიგიენას, ხელების დაბანას ისევ არ გავაგრძელებთ... უკვე რამდენიმე დღეა ქუჩაში პირბადის ტარების მოვალეობა აღარ აქვთ ჩვენს მოქალაქეებს. ეს ორი დღეა უკვე კომენდანტის საათი გაუქმდა. თუ საზოგადოებრვივი თავშეყრის ადგილებში არ შევეცდებით, რომ დისტანცია დავიცვათ და პირბადე არ ვატაროთ რისკები ისევ არსებობს. ისევ შეიძლება... გუშინდელთან შედარებით მაგალითად კოვიდის შემთხვევებმა და გუშინწინდელთან შედარებით ჩვენთან მოიმატა, ჩვენს მუნიციპალიტეტში.
არ არის გამორიცხული, რომ ისევ მომატებული იყოს. ახლა ჩვენს მუნიციპალიტეტში თუ საგრძნობლად არ მოიმატა, არ ნიშნავს იმას, რომ სხვაგან ან კახეთში ან გურიაში მომატებული არ არის. ამიტომ არსად არ წასულა ეს კოვიდი, ჩვენთან ერთად არის და მე მგონი არც აპირებს არსად წასვლას, ამიტომ ისევ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რა უნდა გავაკეთოთ და რომ ნამეტანი თავისუფლება არ უნდა მივცეთ თავს.

მე მაგალითად კიდევ გეუბნებით ჩემი ყველა ოჯახის წევრი აცრილია, მაგრამ პირბადით დავდივართ. ქუჩაში არ დავდივართ პირბადით, მაგრამ სადაც შევდივართ მაღაზიაში, სამსახურში ყველა ჩემი თანამშრომელი ისევ პირბადით დადის და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც პირბადე მაქვს და ვიკეთებ.

- და თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რომ ძირითადად რა ასაკის ადამიანებში გამოვლინდა ინფიცირების შემთხვევები?

- რომ ვთქვა, რომ განსაკუთრებულად რომელიმე ასაკში არის უფრო მეტი შემთხვევები, ასე არ არის. ყველა ასაკში გვხვდება. პატარა ასაკშიც, ახალგაზრდა ასაკშიც და მოზრდილებშიც გვხვდება.

- და თუ ხდება ცნობილი მაგალითად წყარო. მე მახსოვს, რომ ხშრად ბევრჯერ წყარო ყოფილა შეკრებები, ქეიფები ან ასეთი რამე. ეხლა თუ ამბობენ თქვენთან საუბრებში. ვიცი, რომ აღარ იკვლევთ ასეთ რამეს, მაგრამ მაინც რა იკვეთება?

- დეტალურად ვიკვლევთ, მაგრამ ძალიან გულსატკნია, როდესაც წყაროს მალავს ინფიცირებული. აი ძალიან გულსატკენია. ხშირად ვეუბნებით, რომ თქვენ შეიძლება მალავდეთ, მაგრამ ჩვენ არ დაგვემალება იმიტომ, რომ ეს არის ინფექციური დაავადება, რომელსაც ვერ დამალავ. მერე ჩენ ვაკავშირებთ. დეტალურად ვიკვლევთ ისევ. ეპიდკვლევა ყველა შემთხვევაზე აბსოლიტურად ყველა შემთხვევაზე ისევ ტარდება და წყაროსაც ვეძებთ.

ყველა შემთხვევაში წყარო ჩენთვის ცნობილია. ეხლა ძალიან დიდ მნიშვნელობასაც ვეღარ ვანიჭებთ უკვე იმიტომ, რომ ბევრი შემთხვევები გვაქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია წყაროს დადგენაც და მნიშვნელოვანია კონტაქტების დადგენაც. როგორც წესი მოსახლეობა ისევ მალავს. თვით შეგნება აი ამ კუთხით არის ძალიან დაბალი და ისევ მალავენ ვისთან ქონდათ კონტაქტი. თუ ცოტა ინტელექტუალურად, შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ თუ ცოტა განათლებულია ადამიანი და ამ ვირუსის ვერაგობაზე აქვს წარმოდგენა, ოდნავ მაინც ის არ მალავს თავის კონტაქტებს და ამაში არაფერიარ არის დასამალი და ეს არ არის სასირცხვილო. უბრალოდ ვერ ხვდებიან ადამიანები, რატომ უნდა დაასახელონ ის კონტაქტები, იმიტომ რომ უნდა უცბათ ეს კონტაქტები იზოლაციაშ გადავიყვანოთ. და ამას ყოველ წუთში, ყოველ წამს ჩემი თანამშრომლები ამ ყველაფერს უხსნიან. არ გეგონოთ, რომ ახლა ვიღაც მოდუნდა. ამის უფლება არ აქვთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლებს. მარტო ეპიდემიოლოგები არა, მთელი სამსახური აკეთებს ამ ყველაფერს. არ გეგონოთ, რომ ვინმე მოდუნდა და ამის გამო არ გააკეთებს ამას. არა,იმიტომ, რომ ამათმა იციან, რომ ხვალ უარესი შეიძლება მოხდეს. თუ პატიოსანი მიდგომაა ამ შემთხვევაში და თავისი პროფესიონალური, მაღალპროფესიონალური დონით მიდგომა არ გააკეთა თითოეულ შემთხვევაზე. ხვალ ის ერთი შემთხვევა შეიძლება გაგვექცეს. ამიტომ ამას არ გააკეთებს არც ერთი ჩემი თანამშრომელი და არც საზოგადოებრივი ჯანდაცვა.

თქვენ თქვით ეხლა, რომ ქორწილები, ესეთი აფეთქება მაინც და მაინც არ გვაქვს, რომ ფართო მასშტაბიანი იყოს. ოჯახებში არის 4-5 შემთხვევა, ზოგჯერ ოჯახები არის, რომ 1 შემთხვევაა და დანარჩენი იზოლაციაში გადაგვყავს და გავრცელებაც არ ხდება. კონტაქტები გადაგვყავს იზოლაციაში, მაქსიმალურად ყველა კონტაქტი აბსოლიტურად არის გაფრთხილებული, რომ პირველივე ნიშნების შემთხვევაში, საეჭვო ნიშნის შემთხვევაში მობრძანდნენ ჩვენთან. სულ ორი დღეა, რაც რეგულაციები შემსუბუქდა და ალბათ ერთი კვირის შემდეგ უფრო მივხვდებით მოიმატა და ამ რეგულაციების მოხსნამ უარყოფითი შედეგები გამოიღო თუ არა. ახლა ამ შედეგებზე ვერ ვისაუბრებთ.

- რამდენი დღის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ ამ შედეგებზე და ამით დავასრულოთ?

ალბათ ერთი კვირის შემდეგ. მადლობა, რომ საშუალება მომეცი და გულით მინდოდა, რომ მეთქვა მოსახლეობისთვის, ის რაც ვთქვი. შეიძლება მწირი, მაგრამ ეს ყველაფერი მოსახლეობამ მინდა, რომ მოისმინოს. თუ კი რაიმე შეკითხვა გაუჩნდებათ შეუძლიათ, რომ მოგვმართონ. ჩვენ არ გვეზარება, არც ახსნა. ჩვენი საქმიანობა ეპიდემიოლოგების პრევენციული საქმიანობაა და არ გვეზარება არც ის რიგების დაჯავშნაში დახმარების გაწევა, არც რაიმე ინფორმაციის მიწოდება. მზად ვართ, გინდაც თქვენი ტელევიზიით, კიდევ, გინდაც ისე პირადი კონტაქტით, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მოქალაქებს.

- მადლობა, რომ საშუალება მომეცი და გულით მინდოდა რომ მეთქვა მოსახლეობისთვის ის რაც ვთქვი. შეიძლება მწირი მაგრამ ეს ყველაფერი მოსახლეობამ მინდა, რომ მოისმინოს. თუ კი რაიმე შეკითხვა გაუჩნდებათ შეუძლიათ, რომ მოგვმართონ. ჩვენ არ გვეზარება არც ახსნა. ჩვენი საქმიანობა ეპიდემიოლოგების პრევენციული საქმიანობაა ხომ და არ გვეზარება არც ის რიგრბის დაჯავშნაში დახმარების გაწევა, არც რაიმე ინფორმაციის მიწოდება. მზად ვართ გინდაც თქვენი ტელევიზიით კიდევ, გინდაც ისე პირადი კონტაქტით ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მოქალაქებს.მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე, პირველ ეტაპთან შედარებით, მომატებულია, მსურველების რაოდენობაც არის მომატებულია. ჩვენმა სამსახურმა, დაავდებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან დაკავშირებით, გარკვეული სამუშაო გასწია, ვაქცინაციის ინფორმირებულობასთან დაკავშირებით. შეიძლება ამის ბრალიც არის, შეიძლება იმის, რომ მოსახლეობაში ბევრი ვაქცინირებული ადამიანი გაჩნდა და გვერდით მდგომმა, ვინც არ არის აცრილი, ეს გაიზიარა. ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ მსურველთა რაოდენობა მომატებულია.

- ანუ შეიძლება მოთხოვნის გაზრდასაც დავუკავშიროთ ვაქცინაციის შეფერხება? თუ უბრალოდ, ვაქცინა არაა და ამიტომ?

- რაღაც პერიოდი ვაქცინის მოწოდება იყო შეფერხებული, მცირე რაოდენობით იყო.

- თქვენ თქვით, რომ მოსახლეობას არჩევანი იქნება. დღეს რამდენი ვაქცინაცაა საქართველოში, შესაძლებელი იქნება თუ არა ყველა ვაქცინით აცრა გორში?

-
საქართველოში მარტის თვიდან დაიწყო ვაქცინაცია. თავიდან შემოსული იყო ორი ტიპის ვაქცინა – ფაიზერი და ასტრაზენეკა. შემდეგ, დაემატა ჯერ სინოფარმი და შემდეგ სინოვაკი. ანუ, ადმინისტრირება ქვეყანაში 4 ვაქცინით ხდებოდა. ახლა ორშაბათისთვის დამატებით შემოდის კიდევ დიდი რაოდენობით სინოფარმი და სინოვაკი. ელოდებიან კიდევ ასტრაზენეკას დამატებით. ფაიზერზე არის კიდევ საუბარი; რომ უნდა შემოვიდეს. ყოველ შემთხვევაში, ეს ოთხი ვაქცინა იქნება შემოსული და ამიტომ მოსახლეობას ექნება არჩევანის საშუალება. მუშაობა მიდის კიდევ დამატებით ორი ტიპის ვაქცინაზე. ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა, რომ შემოტანილ იქნას.

- მაგალითად, დღეს თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ ჩაიტაროს ვაქცინა ადგილსამყოფელის მიხედვით, როგორ უნდა მოიქცეს?

-
ყველა ვარიანტში უნდა დარეგისტრირდეს პორტალზე. არის ასეთი – რიგების მართვის მოდული. იქ უნდა გააკეთოს რეგისტრაცია. ამაში ჩვენი სამსახურიც აქტიურად არის ჩართული და მოგვმართავენ ჩვენ, რომ რეგისტრაციაში დავეხმაროთ. წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებიც, მოხალისეებიც აქტიურად არიან ჩართულები, რომლებიც ეხმარებიან რეგისტრაციაში. უნდა დარეგისტრირდნენ აუცილებლად.

თქვენ წეღან მკითხეთ, რომ ყველა ტიპის ჩატარების საშუალება არის თუ არა გორში, ამ ეტაპზე ქვეყანაში ვაქცინაცია მხოლოდ სტაციონალურ დაწესებულებებში ხდება. ამიტომ, ჩვენთან მხოლოდ ორი სტაციონალური დაწესებულება ღებულობს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში მონაწილეობას, ამ სახელმწიფო პროგრამაში. ორივე სამედიცინო დაწესებულებას აქვს იმის საშუალება, რომ ოთხივე სახის ვაქცინის მიღება შეძლოს ჩვენმა მოსახლეობამ. თქვენ ალბათ მეკითხებით, ფაიზერს თავისი შენახვის პირობები აქვს და შესაძლებელია თუ არა [მისი აქ შენახვა], აღარ მახსოვს, რა ხანგრძლივობით მიმდინარეობდა, მაგრამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ფაიზერით მოსახლეობა იცრებოდა. დაავადებათა კონტროლის ლოჯისტიკის სამმართველო უზრუნველყოფდა, რომ ყოველ ორ თვეში ერთხელ, გორის სამხედრო ჰოსპიტალს მიეღო იმ რაოდენობის ვაქცინა, რა რაოდენობის მოსახლეობაც იყო იმ პერიოდში დარეგისტრირებული.

- თქვენ იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით იმ სოფლებში და ადგილებში სადაც მაგალითად გზის პრობლემები აქვთ. მგზავრობის პრობლემაც შეიძლება იყოს და ა.შ. რომ დავაკონკრეტოთ მე რაც მაინტერესებს მაგალითად მოქალაქეს თუ სურს რომ მისი ასაკიდან გამომდინარე ვაქცინაცია ჩაიტაროს ადგილმდებარეობას ვინ ურჩევს? ავტომატურად რეგისტრაციის შემდეგ სთავაზობს სისტემა თუ იმ ადგილზე ჩაიტარებს სადაც მას სურს? ეს გარანტირებული თუ არის? იქნება ყოველ შემთხვევაში.

- შემდეგში რა იქნება ვერ გეტყვით ალბათ შესაძლებელი იქნება იმიტომ რომ მიდის მუშაობა საბა დამატებითი ცენტრები გაიხსნას კიდევ ვაქცინაციის. გორმედში მაგალითად დაიწყეს ჩვენს მაგალითზე გეტყვით ერთი კაბინეტით მუშაობა. შემდეგ დამატებით საჭიროება გახდა და მეორე კაბინეტი დაამატეს და ეხლა არის უკვე მზაობა იმის, რომ სამმა კაბინეტმა ერთდროულად იმუშაოს. ეს რატო, რისთვის მინდა ეს მაგალითი მოვიყვანო, იმისთვის რომ მეტი მოსახლეობა შეძლებს უკვე, შესაძლებლობა ექნება ბუნებრივია მოსახლეობას, რომ მეტმა შეძლოს და აქვე ჩაიტაროს ვაქცინაცია და დაუშვათ არ მოუწიოს ან ქარელში ან კასპში ან თუნდაც თბილიში ვაქცინის მისაღებად დარეგისტრირება. თუმცა რეგისტრაცია შესაძლებელია თუ ჯავშანი არის თავისუფალი. თუ არ უნდა სხვა ქალაქში წასვლა უნდა შეეცადოს ის ქალაქი მიუთითოს. სადაც იქნება დარეგისტრირებული იქ უნდა მიიღოს ვაქცინა. გაიზრდება კიდევ უფრო გაიზრდება ამცრელი პუნქტები. არის ამაზე უკვე მიდის მუშაობა. გუშინაც აქტიურად ვმუშაობდით სად შეიძლება კიდევ დამატებითი ვაქცინაციის ცენტრები გაიხსნას და ამცრელი ბრიგადები განთავსდეს.

- გასაგებია, დღეს თქვენ ახსენეთ გორმედში დამატებითი კაბინეტები გაიხსნა და ასევე ორი ცენტრი ახსენეთ ეს არის გორმედი და სამხედრო ჰოსპიტალი...

- სამხედრო ჰოსიტალში ორი კაბინეტი მუშაობს უკვე დიდი ხანია პარალელურად. გორმედშიც ორი კაბინეტი უკვე დიდი ხანია მუშაობს და მესამეც გაიხსნება უკვე, როდესაც საკმარისი რაოდენობის ვაქცინა შემოვა და კიდევ გითხარით ეს იქნება ალბათ ამ კვირის ბოლოს ყველაზე გვიან ალბათ ორშაბათს-სამშაბათს უკვე ვაქცინა ადგილზე იქნება-საქართველოში.

- ზოგადი სტატისტიკა თუ გაქვთ დღეს არსებული მდგომარეობით რამდენია ვაქცინირებული ჩვენს მუნიციპალიტეტში და დინამიკა როგორია მარტიდან დღემდე?

- ჩვენს მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების მიხედვით ამ სტატისტიკას ვერ მოგაწვდით საბა. ყოველდღურად ჩვენთან ინფორმაცია შემოდის რამდენი ვაქცინა, რამდენი პირი აიცრა დაუშვად თითოეულ სამედიცინო დაწესებულებაში, მაგრამ იქ გორი იყო გორის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი იყო თუ დაუშვათ თბილისიდან ჩამოსული ამის ინფორმაცია, ამის სტატისტიკა მე ნამდვილად არ მაქვს. დასაწყისში იყო ესეთი აი ჩვენ ზედამხედველობას ვუწევდით ორივე სამედიცინო დაწესებულებაში დაკვირვებას ჩვენი ეპიდემიოლოგები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და იქ ჩვენ ეხლა პირადი მაგალითებით ვიცით, რომ ძალიან ბევრი თბილისიდან ჩამოსული იცრებოდა, იმიტომ რომ ფიზიკურად თბილისში ვერ ახერხებდნენ რეგისტრაციას. 4700-მდე არის პირველი დოზით გაკეთებული ორივე სამედიცინო დაწესებულებაში კოიდ-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინა. დაახლოებით 1900-მდეა მეორე დოზით აცრილი.

- თქვენ როგორ ფიქრობთ? მოთხოვნა, რომ გაიზარდა ერთი ფაქტორი ახსენეთ, რომ ეს მისმა ახლობელმა, მისმა მეზობელმა ან კიდევ ნაცნობმა გაიკეთა ვაქცინა და ამან იმოქმედა. კიდევ რა ფაქტორებია რაც ხელს უწყობს ამ მხრივ ცნობიერების ამაღლებას ან კიდევ მოთხოვნას და ვისაუბროთ ხელის შემშლელ გარემოებებზე მაინც რა არის ეს ხელისშემშლელი გარემოებები.

- გასულ კვირას მე დაავადებათა კონტროლის ეპიდემიოლოგთან ერთად დაახლოებით 12 შეხვედრა გავმართე განათლების სისტემის წარმომადგენლებთან. შემოვიარეთ სკოლები მუნიციპალიტეტში. 12 ასეთი შეხვედრა ჩავატარეთ და სრულად მივაწოდეთ ინფორმაცია ამ დარგის სპეციალისტებს,  რატომ უნდა აიცრან, რა სახის ვაქცინებია, რა განსხვავებაა ამ ვაქცინებს შორის, როგორია უსაფრთხოება. პარალელურად ვისმენდით მათ არგუმენტებსაც, დავუშვათ, რატომ არ უნდა აიცრან, რატომ უნდა აიცრან. ეს იყო დიალოგის რეჟიმში. რა შემთხვევაში ტარდება აცრა და რომ არავინ არის ამ ჩვენი ხალხის მტერი. პირველ რიგშიმ ექიმები, ხელისუფლება და რომ მათთვის სიკეთე გვინდა. რა რისკები არსებობს აუცილებლობის შემთხვევაში. აი ამ თემებზე იყო შეხვედრები. მანამდეც გვქონდა  შეხვედრები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შევხვდით, შემდეგ უკვე ამ ეტაპზე შევხვდით განათლების სისტემის წარმომადგენლებს და რაღაცა ესეთი ინფორმაციული სწორი ინფორმაციის მიწოდება, მთავარია მოსახლეობას მიეწოდოს სწორი ინფორმაცია ხომ? არ უნდა დავმალოთ, რომ აი ყველაფერი კარგად იქნება ვაქცინას, რომ გავიკეთებთ შეიძლება პირბადე მოვიხსნათ და ა.შ. აი სწორი ინფორმაციის მიწოდებას ვცდილობდით მოსახლეობაში. იყო ნეგატიური გამოხმაურებაც და იყო დადებითი შედეგიც რაღაცა გამოიწვია.

- აი ეს ნეგატიური მესიჯები რა იყო პედაგოგებისგან ძირითადად?

Print

სტატიის გამოყენების პირობები