ახალი ამბები
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ კარბში ახალი სარწყავი სისტემა ამუშავდა
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ კარბში ახალი სარწყავი სისტემა ამუშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მელიორაციის სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, 10 კილომეტრამდე სიგრძის მაგისტრალური და წყალგამანაწილებელი არხი მოაწესრიგეს.

მათი ცნობით, ახალი არხით ირწყვება როგორც სოფელ კარბის, ასევე მერეთის ნაწილი - ჯამში 300 ჰა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები