ახალი ამბები
დაისაჯნონ მოძალადეები - ჟურნალისტების საპროტესტო აქცია გორში
გორში საპროტესტო აქცია გაიმართა. მედიის წარმომადგენებმა გუშინ რუსთაველის გამზირზე 50-მდე ჟურნალისტზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი, გააპროტესტეს.

საპროტესტო აქცია შს სამხარეო სამმართველოს წინ გაიმართა. ჟურნალისტებმა სახელმწიფოსგან დროული რეაგირება მოითხოვეს.

5 ივლისს ჰომოფობიური ჯგუფების წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირზე და თბილისის სხვადასხვა ქუჩებში ჟურნალისტებს სცემეს.

შს სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე დაკავებულია 3 პირი, მიმდინარეობს სხვა პირთა დადგენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები