ახალი ამბები
ხაშურში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყით დატვირთული 3 მანქანა ნახეს
ხაშურის მუნიციპალიტეტში, პატრულირების დროს, 3 სატვირთო მანქანა შეაჩერეს, სადაც უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე იყო განთავსებული.

ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან გვაცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ძარაზე ჯამში 51 ერთეული წიწვოვანი სახეობის მორი იყო განთავსებული.

მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. შედგა შესაბამისი ოქმები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები