ახალი ამბები
ქვახვრელში საგზაო სამუშაოების დროს ტრაქტორი დაზიანდა და გზა გადაკეტა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში ცენტრალური გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. 5 ივლისს, სამუშაოების დროს, ტექნიკა დაზიანდა.

მეორე დღეა დაზიანებული ტრაქტორი შუა გზაზეა გაჩერებული და მისასვლელი გზა აქვს გადაკეტილი. 

გორის მუნიციპალიტეტის ქვახვრელში ახალი ასფალტი რკინიგზის სადგურიდან სასაფლაომდე იგება. ამისათვის გორის მერიამ 350 000 ლარი გამოყო.

პროექტის მიხედვით, სამუშაოები 3 თვე გაგრძელდება.  მოასფალტდება დაახლოებით 880 მ სიგრძის გზა.

აღნიშნული მონაკვეთი უერთდება უფლისციხის მუზეუმის შემოვლით გზას, რომელიც ერთაწმინდა-ქვათახევის ტურისტულ მარშრუტს წარმოადგენს. უფლისციხე-გორის გზა კი სრულად მოასფალტებულია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები