ახალი ამბები
ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით გორში 6 პირი დააკავეს
ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით გორში 6 პირი დააკავეს.

მათ შორის, ერთ-ერთი ის მამაკაცია, რომელიც 2021 წლის 16 მარტს, გორის შესასვლელში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს.

წინასწარი ინფორმაციით, სწორედ ამ გარჩევას უკავშირდება დაკავებები.

დაკავების ოპერაცია გუშინ ჩატარდა. დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, სამართალდამცველებმა რუსთავის სასამართლოს განჩინებით, იხელმძღვანელეს.

სპეცოპერაციის დროს, საცხოვრებელ სახლში მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ. პოლიციელებს კარის შემტვრევა დასჭირდათ. 


Print

სტატიის გამოყენების პირობები