ახალი ამბები
ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულ 3 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულ 3 პირს – ზაზა ჭაავას, მურად დევლარიშვილს და ზაზა მჭედლიძეს – სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ნეტგაზეთის ცნობით, მათგან ერთ-ერთი სკუტერის მძღოლია, რომელიც ტრანსპორტით ჟურნალისტებთან დაჯახებას ცდილობდა.

დაკავებულებს ბრალი ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაში, ძალადობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ედებათ

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა ტელეკომპანია "რუსთავის 2-ის", "მთავარი არხის", გამოცემა – "ტაბულას" და საინფორმაციო სააგენტო "ნიუპოსტის" წარმომადგენლებს, "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ძალადობით და ძალადობის მუქარით ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. წინასასამართლო სხდომა 2 სექტემბერს გაიმართება.

ჯამში, ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობის გამო, 5 ივლისიდან დღემდე დაკავებულია 13 პირი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები