გორში გაზგასამართ სადგურზე ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად
3 ადამიანი დაშავდა. 
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი გამოცხადდა.
გამოძიება დაწყებულია.
ჟურნალისტებთან პოლიცია კომენტარს არ აკეთებს. მიმდინარეობს
თანამშრომელთა გამოკითხვა. 
გაზგასამართი სადგური ეკუთვნის გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატის,
გიორგი ხოჯევანიშვილის ოჯახს.			
			
											 
					
სტატიის გამოყენების პირობები