ახალი ამბები
გორში გაზგასამართ სადგურზე ხანძარი გაჩნდა
გორში გაზგასამართ სადგურზე ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. 

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი გამოცხადდა. გამოძიება დაწყებულია.

ჟურნალისტებთან პოლიცია კომენტარს არ აკეთებს. მიმდინარეობს თანამშრომელთა გამოკითხვა. 

გაზგასამართი სადგური ეკუთვნის გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ხოჯევანიშვილის ოჯახს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები