ახალი ამბები
მანქანის დაწვის ფაქტზე გორის საკრებულოს წევრი დააკავეს
გორის საკრებულოს წევრი კახა ბურჯანაძე დააკავეს. პოლიცია სხვისი ქონების დაზიანების ფაქტზე ედავება.

კახა ბურჯანაძის ადვოკატი, თამარ თედლიაშვილი ამბობს, რომ ბრალდების ფორმულირება მცდარია, რადგან კახა ბურჯანაძემ დაწვა არა სხვისი, არამედ საკუთარი მანქანა.

თამარ თედლიაშვილის თქმით, ბურჯანაძემ მანქანა ცოტა ხნის წინ შეიძინა:

,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს ფაქტს, მაგრამ ეს მანქანა იყო მისი საკუთარი. ამ მანქანით სარგებლობდა მეგობარი, რომელიც კანონიერ მფლობელს არ უბრუნებდა'' - აცხადებს თამარ თედლიაშვილი.

კახა ბურჯანაძე ,,ევროპული საქართველოს'' წევრია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები