ახალი ამბები
,,შენნაირ ქუჩის ქალს'' - ასე მიმართა გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ქალ დეპუტატს
გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ამბობს, რომ მან თავის გამონათქვამზე ბოდიში მოიხადა, ხოლო  იგივეს ითხოვს ქალი დეპუტატისგან. 

ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას ცოტა ხნის წინ გააკეთა. 

დაპირისპირება ქალ დეპუტატსა და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის, დღევანდელ სხდომაზე მოხდა. დამოუკიდებელი დეპუტატის პროტესტი გამოიწვია საწვავის ლიმიტების გაზრდის საკითხმა.

,,შენნაირ ქუჩის ქალს რა უნდა საკრებულოში?!" - მიმართა რაზმაძემ მას. დეპუტატმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

ფაქტს გამოეხმაურნენ ენმ-ს გორის ორგანიზაციაში, რომლის ყოფილი წევრია საკრებულოს წევრი:

,,ენმ-ს გორის ორგანიზაცია გმობს დღეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის მხრიდან საკრებულოს დამოუკიდებელი წევრის  მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ, დისკრიმინაციულ და სექსისტურ გამონათქვამებს! ენმ სოლიდარობას უცხადებს ირმა ამბარდნიშვილს და მიიჩნევს, რომ ვიდრე დავით რაზმაძე ბოდიშს არ მოიხდის საჯაროდ ენმ სხდომებს ბოიკოტის ნიშნად არ დაესწრება.'' - აღნიშნულია განცხადებაში. 

ასევე, საკუთრი პოზიცია დააფიქსირეს ევროპული საქართველოს გორის ორგანიზაციაშიც: ,,სოლიდარობა ქალბატონს! ძალიან დიდი სირცხვილია,როდესაც საკრებულოს თავმჯდომარე ასეთ შეურაცხმყოფელ ლექსიკას იყენებს, მითუმეტეს ქალბატონების მიმართ''.

სხდომაზე საკუთარი პროტესტი გამოხატა ლელო-საქართველოს წარმომადგენელმა, პაპუნა კობერიძემაც.
Print

სტატიის გამოყენების პირობები