ახალი ამბები
,,გარდა იმისა, რომ დანაშაულია, სრულ სიბნელეს წარმოადგენს'' - მოსამართლე ჟურნალისტებზე ძალადობისთვის დაკავებულს
,,მთელი საქართველო ადევნებდა თვალყურს, რა ხდებოდა. ის ქმედებები, რასაც გედავებიან, გარდა იმისა, რომ დანაშაულია, არღვევს სახელმწიფოს სტაბილურობას, წარმოადგენს სრულ სიბნელეს, სირცხვილია და უაზრობა. თქვენი ქმედებები უაღრესად საფრთხის შემქმნელია და უაღრესად მაღალი რისკი არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის. სრულად ვეთანხმები ბრალდების მხარეს.'' განუცხადა ბრალდებულებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომან ხორავამ.

სასამართლომ 5 ივლისის მოვლენებისას ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულ კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებიდან ორმა პირმა — თორნიკე დავლაშერიძემ და აკაკი ნაკაშიძემ — "სირცხვილიას" ოფისში, "ტვ პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. თემურ ხარაულმა და ილია ქებაძემ კი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, ტელეკომპანია "მთავარი არხის" ოპერატორს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები