ახალი ამბები
ტვ პირველის ოპერატორი, რომელსაც 5 ივლისის აქციაზე სცემეს, გარდაიცვალა
ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.  ის 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფების მიერ სირცხვილიას ოფისის დარბევისას მათგან ძალადობის მსხვერპლი გახდა.

ინფორმაციას ადასტურებენ მისი კოლეგები.

გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია - მიმდინარეობს ექსპერტიზა.

ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ო.გ. და ც.ჩ.. მათ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად ლექსოს სახის ძვლები ჰქონდა დამსხვრეული და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია ძალადობის ფაქტის გახსენებისას "ფორმულას" ეთერსი ყვება, რომ მათზე 20-მდე ადამაინი ძალადობდა, მათ შორის, სასულიერო პირი. ძალადობის შემთხვევის დროს, როცა ძალადობრივი ჯგუფები "სირცხვილიას" ოფისს არბევდნენ და მედიაზე ძალადობდნენ, თვალშისაცემი იყო სამართალდამცველების სიმწირე.


Print

სტატიის გამოყენების პირობები