ახალი ამბები
ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე ძალადობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს
ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე ძალადობის ბრალდებით კიდევ ერთი, 1992 წელს დაბადებული დავით კუტალაძე დააკავეს.

გამოძიების ცნობით, მან 5 ივლისს, "სირცხვილიას" ოფისში, ტელეკომპანია ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

შსს-ს ცნობითვე, 5 ივლისს, მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა სულ 20 პირი დააკავეს, მათ შორის - 5 ტელეკომპანია ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის "ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები